Friday, 25 January 2013

სოციალური მედია მისი დანიშნულება

გამარჯობათ მოგესალმებით ჩემ ბლოგზე..
ამ ბლოგის ძირითადი მიზანია უკეთ გავაცნო საზოგადოებას, სოციალური მედია  მისი დანიშნულება.. პირველ რიგში ვისაუბროთ რა არის სოციალური მედია 
ინტერნეტის ადრეულ ხანაში ( ე.წ.web 1.0-ის ხანაში) ინფორმაციის გადაცემის ცალმხრივი,არაინტერაქტიული საშუალება არსებობდა და სხვა ტრადიციული მედიასაშუალებებისგან (ტელევიზია, რადიო)არაფრით არ განსხვავდებოდა.

Web 2.0 ხანისდადგომასთან ერთად, კიბერსივრცეს სოციალური ელფერი მიეცა დაკომუნიკაციაც ორმხრივი გახდა. ახლა უკვე ორმხირავად შეგვეძლო როგორც ინფორმაციის მიღება ისე მისი გაცემა. სოციალურმა ვებმა (Social Web) ინტერნეტს ის შემატა, რაც აქამდე არსებულ არც ერთ მედიასაშუალებას არ ჰქონდა. ერთდროულად, მილიონობით ადამიანთან თითქმის სრულყოფილი ურთიერთობის წარმართვის შესაძლებლობა რეალურ დროში.

სოციალური მედია არის ადამიანების ურთიერთობა ონლაინ რეჟიმში, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებებით რეალურ დროში. web 2.0 სოციალური მედიაა მაგალითად :Blogs, Micro-Blogs, Online Chat, RSS,Widgets, Social Networks,  Podcasts, Video Sharing Sits, Photo Sharing Sites, Wikis, Mesengers.

 

რატომ სოციალური მედია

ალბათ ჩნდება კითხვა რატომ ირჩევს ხალხი სოციალურ მედიას და რატომ ეჯაჭვება მასზე ასე უცბად. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ facebook-ის მაგალითი..




როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოციალური ქსელებიდან საკვლევ ობიექტადავიღეთ
facebook.com - ამის მიზეზი კი მისი ასეთი პოპულარობაა საქართველოში


რადიოს დასჭირდა 38 წელი, რომ მიეღწია 50 მლნ მომხმარებლისთვის.

  • ტელევიზიას - 13 წელი, ამავე რაოდენობისთვის,
  • ინტერნეტს - 4 წელი,
  • Ipod-ს 3 წელი,
  • "facebook.com"-ზე კი, 9 თვეში 100 მლნ ახალი მომხმარებელიდარეგისტრირდა



ერთ წელიწადში ამ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულთა რიცხვიორჯერ გაიზარდა. თუ გასული წლის აპრილის თვეში
"ფეისბუქის"
 მომხმარებელი 200 მილიონი ადამიანი იყო, 2010 წლის თებერვალში ამრიცხვმა 400 მილიონი, 2011 წელი 650 მილიონი ხოლო 2012 წელს 900 მილიონს გადააჭარბა. მათი 50% არის მომხმარებელი,რომელიც ყოველდღე შედის ამ ქსელში.

დღეს დაღეისობით მსოფლიოს ყველა კველვის მიხედვით ფეისბუქი არის ყველაზე დიდი სოციალური ქსელი..

ყველაზე გავრცელებული სოციალური საიტები მთელ მსოფლიოში.. 
1) facebook
2) twitter
3) youtube
4) blogger
5) yahoo
6) wikipedia
7) LinkedIn
8) pinterest 
9) myspace
10) Google +



No comments:

Post a Comment